რომის კატაკომბების ზოგიერთ კედელზე გამოსახულია მლოცველი ქალის ფიგურა ანუ ორანტა. მისი თვალები ზეცას უმზერს, ხოლოდ გაშლილი ხელების მტევნები კი ზემოთ აქვს აპყრობილი. ეს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ხატია. ვის გამოსახავს მლოცველი ქალის ფიგურა - ღვთისმშობელ მარიამს, ეკლესიას თუ ადამიანის სულს ლოცვის დროს? იქნებ სამივეს ერთად? თუმცა, განმარტების მიხედვით, ხატზე გამოსახულია ქრისტიანის ძირითადი მდგომარეობა, რომელიცაა სულიწმინდის მოხმობა ანუ ეპიკლესისი, სულიწმინდის მოწვევა ანუ მისი გარდამოსვლის მოლოდინი.
ადამიანის ხელებს სამი ძირითადი მდგომარეობის მიღება შეუძლია და თითოეულს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ხელის მტევნები შეიძლება იყოს მუშტებად შეკრული - თავდაცვის ან რაიმესთვის ხელის მაგრად ჩავლების ნიშანი, რაც აგრესიას ან შიშს გამოხატავს. მეორე მდგომარეობა დუნედ ჩამოშვებული ხელებია, რომლებიც არც თავდაცვას გამოხატავს და არც რაიმეს მიმღებია. მესამე შესაძლებელი პოზიცია კი ორანტას მდგომარეობის მსგავსად ზეაწეული ხელებია, არა მუშტად შეკრული, არამედ გახსნილი, არა დუნედ ჩამოშვებული, არამედ სულიწმინდის ნიჭების მისაღებად მზადმყოფი. სულიერ გზაზე სვლისას უმნიშვნელოვანესია ის, რომ ვსწავლობთ, თუ როგორ გავხსნათ შეკრული მუშტი და გავშალოთ ხელები. ყოველ საათსა და წუთში უნდა გავითავისოთ ორანტას მდგომარეობა: უხილავად აღვაპყროთ გაშლილი ხელები ზეცისაკენ და ვუხმოთ სულიწმინდას - მოვედ.
ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანია ვიყოთ სულიწმინდის მატარებლები, ვიცხოვროთ სულიწმინდაში და ვისუნთქოთ მისით.

No comments:
Post a Comment