Sunday, June 15, 2014

განეკლესიურების დასაცავად - იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

სიტყვა "განეკლესიურებას" (расцерковление) ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი, როდესაც ადამიანი ეკლესიაში გარკვეული ხნის დაყოფის შემდეგ ხვდება, რომ მისთვის მიუღებელია ქრისტე და მისი მცნებები და განეშორება ქრისტიანობას - ამ რადიკალურ ვარიანტს ამჟამად არ განვიხილავთ. ჩვენი განხილვის საგანი იქნება მეორე მნიშვნელობა ამ სიტყვისა - როდესაც პირიქით, ადამიანს სურს ქრისტეში ცხოვრება, მაგრამ საკუთარი ეკლესიური ცხოვრების პროცესში უჩნდება შეგრძნება, რომ მისი დამოკიდებულება ღმერთთან ეკლესიაში გადაიქცევა რუტინულად. ამის მიზეზს წარმოადგენს არასწორი გაეკლესიურება (воцерковление), ანუ როდესაც ქრისტეს ეკლესიის სილამაზესა და თავისუფლებაში ადამიანის ზრდის ნაცვლად, მას აკავებენ წვრილად გაწერილ, გარეგნულად რელიგიურ სქემებში, იდეოლოგიასა და სუბკულტურაში. ხელის შემწყობია ის, რომ დაუმუშავებელი პიროვნული პედაგოგიკის გამო, გაეკლესიურების ნორმა, ანუ გარეგნული ეკლესიურობის საწყისი ფორმების სწავლება, ყველას მიერ მიიჩნევა როგორც ნორმა, საერთოდ ეკლესიური ცხოვრებისა. მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანი იზრდება დაწყებითი საეკლესიო სკოლიდან, რათა იცხოვროს ქრისტეში და აღასრულოს მისი მცნებები, არა ვიწრო სუბკულტურის ჩარჩოებში, არამედ ღმერთისაგან ბოძებულ - ცოცხალ და არაერთგვაროვან ყოველდღიურ ცხოვრებაში. განეკლესიურების მიზეზთა განსაზღვრა მთლიანობაში მეტად რთულია და დიდწილად ის დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის თავისებურებებზე, თუმცაღა არსებობს კანონზომიერებებიც. ქრისტეში ცხოვრება - ეს ცოცხალი პროცესია: იგი ღრმავდება შინაგანად, შემდეგ კი განივრცობა მთელ ადამიანურ ყოფიერებაზე. ღმერთში ცხოვრების შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის ქრისტიანს უწევს გავიდეს მუდამ მჟღერი გაეკლესიურებიდან და დაიწყოს გაცილებით მოწიფული ეკლესიური არსებობის საკუთარი ფორმების ძიება. მაგრამ ამ პროცესის უცილობელი შედეგია სუბკულტურის გარდაუვალი რღვევა: ღვთისმსახურება, მარხვები, წმინდა მამები, სასულიერო პირები, შინაგანი და გარეგანი ეკლესიური იდეოლოგემები და სხვა მსგავსნი, ხდებიან დამხმარენი და მეორეხარისხოვანნი პირადული ქრისტიანული ცხოვრებისათვის. სუბკულტურის თვალთახედვით, სწორედ ეს არის უხეში და უპატიებელი განეკლესიურება. ისინი, ვინც ობიექტურად იზრდება სუბკულტურული ეკლესიურობიდან, მის მიერ ფასდებიან როგორც ამპარტავნები, ლიბერალები, მოდერნისტები, აპოსტატები (განდგომილები), საეკლესიო განწესებათა დამრღვევნი და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი მორწმუნე ადამიანის გაზრდისა დამოუკიდებელ და საპასუხისმგებლო ქრისტიანულ პიროვნულობამდე, რომელიც თავად იქცევა ეკლესიად - ქრისტეს სხეულის ნაწილად და რომლისთვისაც ყველაფერი, რასაც ეკლესია შეიცავს წარმოადგენს ხელნაკეთ ინსტრუმენტებს, საშუალებებს ქრისტეში ცხოვრებისათვის, რომელსაც სრულფასოვნად განკარგავს თავად. ასეთ ადამიანებს უწევთ რწმენის სიცოცხლისა და არარუტინულობის შესანარჩუნებლად წავიდნენ საეკლესიო-სუბკულტურული დინების წინააღმდეგ და მასთან მიმართებაში სწორედაც "განეკლესიურდნენ": დაადგინონ თავისთვის მარხვის, მსახურების, ზიარებისთვის მზადების საკუთარი საზომი, გამოდიან საბავშვო ბაღის მდგომარეობიდან სულიერ დამოკიდებულებებში, კრიტიკულად აფასებენ მამათა ამა თუ იმ გამოთქმას, განარჩევენ ეკლესიის არსს თანამედროვე საეკლესიო პოლიტ-ეკონომიკურ-იდეოლოგიური მოცემულობისგან და მეტიც, ხშირად განეცილება ეკლესიის ისტორიის ტვირთს, იღებს რა ეკლესიას უფრო პირადულად, ვიდრე ისტორიულად. ეს გავლენები მეტად აქტუალურია ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანისთვის (რომელიც ყოველთვის მცირე სამწყსოა (ლკ.12.32). არასწორი გაეკლესიურება ადამიანში, რომელიც აფასებს თავის რწმენას ქრისტეში და თავის სინდისს, სუბკულტურაში გარკვეული პერიოდის ყოფნის შემდეგ აუცილებლად აჩენს სურვილს, ამაღლდეს მასზე, იმისათვის, რომ მოიპოვოს თავისი ეკლესიური ცხოვრების მეტად სახარებისეული აღვსება. მსგავსი მაგალითები მრავლადაა და ეს გზა სტანდარტულია ჭეშმარიტად მორწმუნე სულისთვის: სწორედ ამ გზაზე მოწმდება მთესველის იგავის ვარიანტები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქ "განეკლესიურება" არ უნდა გავიგოთ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობით, არამედ როგორც "გამოჯანმრთელება" არასწორი, გარეგნული, იდეოლოგიური და ფსევდოსულიერი ეკლესიურობისგან. ჩემი დაკვირვებით, მრავალი ადამიანისათვის, რომელიც თვლის, რომ ჩვენს პირობებში, როდესაც ეკლესია განსაკუთრებით მჭიდრო კავშირშია სოციუმთან და როდესაც ამ სოციუმის უარყოფითი თვისებები - "ამა სოფლის სტიქიები" - იჭრებიან საეკლესიო ცხოვრებაშიც, ხელს უშლიან ეკლესიას გამოავლინოს თავისი შინაგანი პოტენციალი, განეკლესიურება იქცევა ერთგვარ "შინაგან ემიგრაციად", მსგავსად საბჭოეთისა. საბჭოეთის დროს"შინაგანი ემიგრაცია" იყო არაძალადობრივი რეაქცია კომუნიზმის ტყუილზე. მსგავსი რეაქცია უჩნდება მრავალ სინდისიერ და მორწმუნე ადამიანს ამჟამადაც: პირად ცხოვრებაში წასვლა იმ პატარა ჭრილიდან, თანამედროვე ეკლესიურობასა და ქრისტეს ეკლესიის სინამდვილეს შორის რომაა. ეს არც განსჯაა და არც ესკაპიზმი, არამედ სიფხიზლე, ქრისტიანები ცდილობენ აკეთონ რაც შეუძლიათ - საკუთარ თავში, ოჯახში, საკუთარ წრეში, ლოზუნგებისა და მოწოდებების გარეშე, წესების, სამღვდელოების ლექსიკისა და მარხვათა სუბკულტურულ წრეზე სიარულის გარეშე, მთლიანად ამ სუბკულტურის საშიში შედეგების გერეშე - მიაღწიონ ზნეობრიობისა და ადამიანურობის ბალანსს. ანუ სწორედ აქ ხდება ქრისტიანული ყოველდღიურობის შექმნა. აქ პოზიტიურია ის, რომ ასეთი "განეკლესიურება" არც თუ იშვიათად, ჩემი შეხედულებით, წარმოადგენს ერთგვარ გადასვლას პიროვნულ საწყისზე და საერთოდაც არ წარმოადგენს ცოდვისა და ყოვლის დაშვებულობის მიზეზს, არამედ გზას იმ ქრისტიანული პიროვნულობის ჩამოყალიბებისაკენ, რომელიც უნდა იყოს მიზანი ნამდვილი გაეკლესიურებისა და საეკლესიო პედაგოგიკისა.

თარგმნა ბექა ებრალიძემ

1 comment:

  1. კარგი წერილია. გმადლობთ!

    ReplyDelete