„რა მოიტანა ქვეყნად მკვდრეთით აღდგენილმა ძემან ღვთისა და კაცისამან? რა მოავლინა კაცთა ნათესავის სახსნელად და საცხოვნებლად? მან მოიტანა, მან მოავლინა „მართალი“, ესე იგი, მადლი და ჭეშმარიტება...
„მართალს“ ერთად-ერთი მცნება აქვს, ერთად-ერთი კანონი: „ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრედცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ“.
ამაშია მთელი არსება, მთელი ბუნება ყოვლად მხსნელი „მართლის“, ამაშია თვითონ ცხოველმყოფელი „მართალი“. სხვა საწყაო არ არის მართლის მიწყვისთვის, „მართლის“ ცოდნისა და გაგებისათვის. რაც გინდოდეს შენთვის, ის მოინდომე სხვისთვის და მთელი „მართალი“ აღსრულებული გექნება. ძნელია ამის ქმნა და მარტო ძნელად საქმნელია საქებ-სადიდებელი მომქმედისათვის.
ვიწროა გზა „მართლისა“, მაგრამ მიჰყავს საცხოვნებლად, საცოცხლებლად. „მართალითვე“ გვიბრძანებს - შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არის გზა, რომელსაც მიჰყავს წარსაწყმედელად.
„მართალი“ კლდეა, რომელზედაც შესაძლისია მხოლოდ აგება და აშენება კაცთა ნათესავის ბედნიერებისა, სიხარულისა, შვებისა და ლხენისა. ამიტომაც უნდა უყვარდეს ყველასა თავის თავზედ უფრო.“
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) - 1888 წ.
No comments:
Post a Comment