Saturday, July 26, 2014

მთესველის იგავი და მისი განმარტება

ლუკას სახარება (თავი 8)

4 ხოლო მასთან (მაცხოვართან) მყოფ მრავალ ხალხს და ვინც ქალაქებიდან მოდიოდა მასთან, ეუბნებოდა იგავით:
5 გამოვიდა მთესველი დასათესად თავისი თესლისა და თესვისას ზოგი დავარდა გზასთან და გაითელა და ცის ფრინველებმა შეჭამეს იგი.
6 და სხვა დავარდა კლდეზე და აღმოცენდა და გახმა, რადგან არ ჰქონდა სინოტივე.
7 და სხვა დავარდა ეკლებს შორის და აღმოცენდა ეკლები და მოაშთო იგი.
8 და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და აღმოცენდა და გამოიღო ნაყოფი ასმაგი. ეს თქვა და აიმაღლა ხმა: ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.
9 და ეკითხებოდნენ მას თავისი მოწაფეები: რას ნიშნავს ეს იგავი?
10 ხოლო მან უთხრა: თქვენთვის მოცემულია შეცნობა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო დანარჩენებისთვის იგავებით არის, რათა ხედავდნენ და ვერ იხილონ და ესმოდეთ და ვერ გაიგონ.

განმარტება

11 ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: თესლი არის ღვთის სიტყვა.
12 ხოლო რომელიც გზასთან არის, ისინი არიან, რომლებიც ისმენენ. შემდეგ მოვა ეშმაკი და წაიღებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 ხოლო რომელიც კლდეზეა, ისინი არიან, რომლებიც, როცა ისმენენ, სიხარულით იღებენ სიტყვას, მაგრამ მათ ფესვი არა აქვთ; რომელთაც დროებით სწამთ და განსაცდელის ჟამს განდგებიან.
14 ხოლო რომელიც ეკლებში დავარდა, ისინი არიან, რომლებიც ისმენენ და ამ ცხოვრების საზრუნავით, სიმდიდრითა და სიამოვნებით დადიან და აშთობენ და ვერ სრულყოფენ ნაყოფს.
15 ხოლო რომელიც კარგ მიწაშია, ისინი არიან, რომლებიც კარგი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას და იმარხავენ და ნაყოფი გამოაქვთ მოთმინებით.

No comments:

Post a Comment