დადგება ჟამი, საყვარელო ჩემო შვილნო, როდესაც ბერები დატოვებენ უდაბნოებს და ამის სანაცვლოდ მდიდრულ ქალაქებში გადაინაცვლებენ, სადაც უდაბნოების ვიწრო გამოქვაბულთა მაგიერ ამაყ შენობებს აღმართავენ, რომლებიც მეფეთა სასახლეებს გაუწევენ მეტოქეობას; სიღარიბის მაგიერ გაიზრდება სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი; თავმდაბლობას სიამაყე შეცვლის; ბევრნი იამაყებენ ცოდნით, თუმცა ცარიელით, იმ კეთილი საქმეებისგან გაუცხოებულით, რომლებიც მას შეესაბამება; სიყვარული გაცივდება; თავშეკავების ნაცვლად გახშირდება ნაყროვანება და მრავალნი უხვ სანოვაგეზე იზრუნებენ საერო პირებზე მეტადაც კი, რომელთაგანაც ბერები აღარაფრით იქნებიან განსხვავებულნი, გარდა სამოსისა და კუნკულისა; და მიუხედავად იმისა, რომ იცხოვრებენ ამსოფლად, საკუთარ თავს განმარტოებულებად მოიხსენიებენ (ბერი, მონაზონი ხომ „განმარტოებულს“ ნიშნავს). ამასთან ისინი იამაყებენ და იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი ვარ (I კორინთელთა, 12) თითქოსდა მათი ბერობის მთელი ძალა მათ წინამორბედთა ღირსებაში მდგომარეობს; იამაყებენ თავიანთი მამებით, როგორც იუდეველნი - აბრაამით, თავიანთი მამით. თუმცა იმ დროებში ისეთნიც იქნებიან, ვინც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი გამოდგებიან; რადგან ნეტარია ის, ვისაც შეეძლო დანაშაულის ჩადენა და არ ჩაიდინა, შეეძლო ბოროტების ქმნა და არ მოიმოქმედა ეს; (ზირაქი, 31, 11) ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ იქნა მიმართული აქეთკენ მოსწრაფე მეშურნეების მიერ. მაშ, საღვთო წერილში ამ ზომამდე რატომ იდიდებიან ნოე, აბრაამი და ლოტი, რომლებიც მეშურნე ცხოვრებას ეწეოდნენ უკეთურ ადამიანთა შორის?
ანტონი დიდი მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში.
No comments:
Post a Comment