Saturday, July 26, 2014

ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ცრემლებს იმსახურებს - წმ. იოანე ოქროპირი

ისმინე, ზოგჯერ მოციქულები გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლებას ხელქვეითებსაც აძლევდნენ. როდესაც მათ შვიდი დიაკვანი დაადგინეს, ამის შესახებ უწინარეს ხალხს აცნობეს. როდესაც პეტრე მათეს ირჩევდა, ამის შესახებ ყველა თანმხლებ მამაკაცსა და დედაკაცს აცნობა. ეკლესიაში ადგილი არა აქვს არც მთავართა ზესთმჩენობას, არც ხელქვეითთა მონობას, არამედ არის სულიერი ხელმწიფება, რომელიც შენზე ზრუნვით გაღებულ შრომას უდიდეს შენაძენად მიიჩნევს და სხვა პატივს არ ეძიებს. ეკლესიაში გვმართებს ისე ვიცხოვროთ, როგორც ერთ ოჯახში, როგორც ერთი სხეულის შემადგენელმა ნაწილებმა, - ყველანი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ, რამეთუ ნათლისღებაც ერთი გვაქვს და ტრაპეზიც. დასაბამიც ერთი გვაქვს, ერთია ქმნილება და ერთია მამა. რატომღა ვიყოფით, როდესაც ამდენი რამ გვაკავშირებს? რატომ ვარღვევთ ამ კავშირს? იძულებულნი ვართ ის ვიტიროთ, რაც მრავალგზის დავიტირე. ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა კი ცრემლებს იმსახურებს.

No comments:

Post a Comment