როდესაც მეუბნებიან: "დაბრუნდი საკუთარ თავში, შეიცანი თავი შენი", აუცილებლად უნდა გამოვიკვლიო: რომელი "მე" უნდა აღმოვაჩინო? რა არის ჩემი ჭეშმარიტი "მე"? ფსიქოანალიზი გვიხსნის "მე"-ს ისეთ სახეობას, რომელსაც ხშირად არა "სასუფეველში მიმავალ", არამედ იმ კიბისაკენ მივყავართ, რომელიც შლამიან და გველებით მოფუთფუთე სარდაფში ჩადის. "შეიცან თავი შენი" ნიშნავს: შეიცანი შენი თავი, როგორც ღმერთის მიერ შექმნილი და მასზე დამოკიდებული, შეიცანი შენი თავი ღმერთში.
მართლმადიდებლური ასკეტური ტრადიციის თანახმად, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენს ჭეშმარიტ "მე"-ს, რომელიც "ღმერთის ხატებაა" მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც მოვაკვდინებთ ჩვენს ცრუ და დაცემულ "მე"-ს. "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი" (მათე 16:25): მხოლოდ ის, ვინც ხედავს თავის ცრუ "მე"-ს, როგორიც ის სინამდვილეშია და უარყოფს მას, შესძლებს გაარჩიოს თუ რომელია მისი ჭეშმარიტი "მე", რომელსაც ღმერთი ხედავს. წმ. ბარსანუფი ხაზს უსვამს ცრუ და ჭეშმარიტ "მე"-ს შორის განსხვავებას და წერს: "დაივიწყე შენი თავი და შეიცანი იგი".
No comments:
Post a Comment