გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვამთავრებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: "ეს გურულიაო". დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იესო ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: - "Такие чудеса и другие святые совершали - და დასძინა: а каков такое чудо совершил, каково никто, кроме него, не совершил"?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინეთ გვქონდა ნათქვამი: "Слепых прозревал, бесноватих исцелял, Лазаря воскресил"... და სხვა. - "Нет, Нет! это и другие делали".
ჩვენ გაკვირვებით შევხედეთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და, რა თქმა უნდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირვება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი:
"Себя воскресил, Себя воскресил!"
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამისი ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე:
- "Ведь у Христа был отец, бог отец! Он его воскресил". გაბრიელმა განმარტა: "Бог отец, бог сын и дух святой явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и ета божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим ученикам и убедить их и весь мир, что бог не умирает и на глазах учеников в образе человека вознесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия"...
No comments:
Post a Comment