Saturday, November 1, 2014

„სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს“

ერთხელ, წმინდა ბერმა გაბრიელმა მორწმუნეებს ჰკითხა:

- მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?
- ალბათ არასწორად ილოცა, - უპასუხეს.
- არა, სწორად ილოცა, - უთხრა ბერმა.
- ალბათ ლოცვის დროს გონება გაურბოდა, - იფიქრეს ახალგაზრდებმა.
- მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებაგაფანტულობა რომ არ გქონდეს, - ბრძანა წმინდა გაბრიელმა.

ბოლოს, მორწმუნეებმა სთხოვეს, განემარტა რას ნიშნავდა მისივე შეკითხვა.

- ახლავე გეტყვით, - თქვა მან.

ამ დროს მასთან ერთი მორწმუნე შემოვიდა კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა კი რაღაცის გაკეთება სთხოვა. მან უპასუხა: - ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთ.

ბერმა უთხრა მორწმუნეებს:

- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოისმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია.

No comments:

Post a Comment