Sunday, July 10, 2016

შერეული ქორწინების შესახებ - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

ამონარიდი სტატიიდან: „ქორწინება და ევქარისტია“ - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

„ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა, კანონიკურ სამართალში ეკლესიური ქორწინების პირობაა. „ლაოდიკიის (წესი 10 და 31), კართაგენის (წესი 21), ქალკედონის (წესი 14) და ტრულის (წესი 72) კრებები კრძალავენ მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის ქორწინებას და განსაზღვრავენ, რომ საჯარო კანონების მიხედვით შემდგარი მსგავსი ქორწინებები ეკლესიის მიერ დარღვეული უნდა იყოს, რაც არის პირობა საეკლესიო საიდუმლოებათა მისაღებად.

მაგრამ, რა თქმა უნდა, აქ საკითხი ვერ გადაიჭრება მხოლოდ ფორმალურად: ის ეხება არა კანონებისა და წესების დაცვას, არამედ, სწორედ რომ, ქრისტიანული ქორწინების ბუნებას. მეგობრობა, საერთო ინტერესები, ფსიქოლოგიური ურთიერთგაგება, ხასიათთა შეთავსებულობა, და, რა თქმა უნდა, შეყვარებულობა სრულიად შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ორივე მხარე ერთ ეკლესიას ეკუთვნოდეს. მაგრამ კითხვა სწორედ ისაა, შესაძლებელია თუ არა ადამიანის სიყვარული ღვთის სასუფევლის სიხარულად გარდაიქმნას, თუ არ არსებობს საფუძველის საერთო გაგება და განცდა, ანუ არ არსებობს რწმენის ერთიანობა? შესაძლებელია კი ცხოვრება „ერთ სხეულად“ ქრისტეს სხეულთან და სისხლთან საერთო ზიარების გარეშე? შესაძლებელია კი „ქრისტესა და ეკლესიის მიმართ“ ქორწინების საიდუმლოების მიღება, თუკი საღვთო ლიტურგიის საიდუმლოებაში ერთობლივი მონაწილეობა არ ხდება?

ყოველივე ეს არის არა „ფორმალური“ საკითხი, არამედ სწორედ ის საკითხები, რომლებიც არსობრივად ეხება ქრისტიანობას. ცნობიერი ქრისტიანი, რომელიც „შერეულ“ ქორწინებაში შედის, ვერ გაექცევა მათ, სახარება კი, საერთოდ, მხოლოდ მათთვისაა დაწერილი, ვინც მას ცნობიერად ეკიდება.

რა თქმა უნდა, ადვილი გამოსავლის პოვნა შესაძლებელია კონფესიონალურ რელატივიზმში, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარულია (თითქოს ეკლესიებს შორის არ არისო „დიდი განსხვავება“), ანდა ეკლესიურ ცხოვრებაში ევქარისტიის ცენტრალურობის უარყოფაში. არაა შემთხევითი, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ქორწინების რიტუალი ევქარისტიას გამოეყო (X საუკუნეში), „შერეულ“ ქორწინებათა აკრძალვამ აბსტრაქტულ-ფორმალური მნიშვნელობა შეიძინა. „შერეული“ ქორწინების შეუძლებლობა უკვე იმით იყო ცხადი ჭეშმარიტება ადრეული ეკლესიის ყოველი წევრისთვის, რომ ქორწინება ყოველთვის საკრამენტულად მთავრდებოდა ერთობლივი ზიარებით: თუ შეუძლებელი იყო ზიარება, მაშინ შეუძლებელი იყო ეკლესიური ქორწინებაც.

დღესდღეობით, პროტესტანტული ეკლესიები უშვებენ და მიესალმებიან კიდევაც დაყოფილი ქრისტიანების ერთობლივ ზიარებას რწმენის საკითხებში წინასწარი თანხმობის გარეშე. ევქარისტიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მორწმუნეთა ცნობიერებაში კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას ღვთისმეტყველებისა და პრაქტიკული ცხოვრების ქაოსი ემატება, რომელიც ახლა კათოლიციზმში ბატონობს, იმის მერე, რაც ვატიკანის მეორე კრების შემდეგ „ინტერკომუნიონი“ (განსხვავებული კონფესიების ქრისტიანთა ევქარისტიული ურთიერთობა) გახდა დაშვებული. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ევქარისტია აღარ განიხილება როგორც ჭეშმარიტების სისავსეში ურთიერთობა, როგორც საპასუხისმგებლო და პირადი მონაწილეობა ქრისტეს ხილული ერთიანი სხეულის ცხოვრებაში და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ძმობის სიმბოლოდ იქცევა: ზიარების აქტი გაიგება არა როგორც ქრისტიანული რელიგიური გამოცდილების მთლიანობის ცენტრი, არამედ დამატებითი „რიტუალი“, მაშინ როცა თვით ქრისტიანობის რეალობა ზექვეყნიური მისტიციზმის სფეროში გადაიტანება, ანდა, პირიქით, ამა სოფლის მსახურების პრაქტიკულ ფორმებს უიგივდება.

„ინტერკომუნიონის“ უარყოფით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს ყველა მათგანის შინაგანი ერთიანობის ფაქტს, ვისაც ქრისტე სწამს, და არ უარყოფს ქრისტიანთა თანამშრომლობასა და ძმობას. პირიქით, ის გზას ათავისუფლებს სრული და ჭეშმარიტი ერთიანობისაკენ იმით, რომ დევნის ყოველივე იმას, რაც ამ ერთიანობას ზედაპირული და წმინდად ადამიანური სუროგატებით ჩაანაცვლებს. სწორედ ასევე, ქორწინების საიდუმლოში ეკლესიაც იმისკენ მიისწრაფვის, რომ მექორწინეთა ერთიანობა სრული ქრისტესმიერი ერთიანობა იყოს. ამიტომ, ეს გვიცავს ამ ერთიანობის ჩანაცვლებისგან, ან ნებისმიერ შემთხვევაში, არასრული კავშირისგან, მხოლოდ და მხოლოდ როგორიც შეიძლება იყოს შერეული ქორწინება. ევქარისტიული ზიარებით განმტკიცებული ნამდვილი საიდუმლოება მხოლოდ ის ქორწინება შეიძლება იყოს, რომელშიც ორივე მხარე სრულადაა გაერთიანებული სიყვარულში, რწმენასა და ევქარისტიაში.

ჩვენს დროში ძალიან ბევრი შერეული ქორწინება ხდება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენ, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. რუსეთში კი, ხშირად მორწმუნე და არამორწმუნე მხარეთა შორის ქორწინებისას გარდაუვლად დგება იგივე პრობლემა ქრისტეს საერთო რწმენის გარეშე ნამდვილი „ქრისტესმიერი“ სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ. ძალიან ხშირად, შერეული ქორწინებები ადამიანური თვალსაზრისით საკმაოდ ბედნიერია, ვიდრე მრავალი ქორწინება ეკლესიის ნომინალურ წევრთა შორის, რომლებსაც არასოდეს გაუგიათ ქორწინების ქრისტიანული საზრისი და სერიოზულადაც არ მიუღიათ საკუთარი ქრისტიანული პასუხისმგებლობა. ამიტომ, უმართებულო იქნებოდა, კანონიკური ტექსტებისთვის აბსოლუტური მნიშვნელობის მინიჭებით ყველა შერეული ქორწინება სისტემურად აგვეკრძალა.

ცხადია, თუკი საეკლესიო სარგებელი ან ცალკეულ სულთა გადარჩენა, ან აბსოლუტური გარეგანი აუცილებლობა მოითხოვს, ეკლესიას შეუძლია და ვალდებულიცაა შეურიგდეს ქრისტიანობის ზნეობრივ ნორმათა ნაწილობრივ შესრულებას: სწორედ ეს არის ის, რასაც საეკლესიო „იკონომია“ ეწოდება. მაგრამ, ცალკეულ შემთხვევებში, დათმობას არ შეუძლია თვით ნორმა ჩაანაცვლოს. უფალი ჩვენ მოგვიწოდებს სრულყოფილებისაკენ და არა კომპრომისისაკენ: „იყავით თქვენ სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5.48). სრულყოფილებისაკენ სწრაფვის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა. რელიგიური ინდიფერენტულობა და ნელ-თბილობა, ქრისტიანული რწმენის ზედაპირული აღქმა ჭეშმარიტ ქრისტესმიერ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესია არ ამბობს უარს ქრისტიანული ცხოვრების ახალაღთქმისეულ კრიტერიუმზე და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იმედოვნებს, რომ საბოლოოდ არამართლმადიდებელი მხარე მართლმადიდებლობას მიიღებს, რითაც განახორციელებს რწმენის ერთიანობის სისრულეს და ამით, ქორწინების საიდუმლოების სისრულესაც.

ქრისტიანებს შორის შერეული ქორწინებების დაშვებით ეკლესიას არ შეუძლია მართლმადიდებელ და არაქრისტიან მხარეებს შორის ქორწინების კურთხევა: ღმერთის სახელის მოხმობა, ქრისტეს სახელით საიდუმლობის შესრულება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც არის რწმენა ღმერთისა და ქრისტესი. ამის გარეშე არა მხოლოდ თვით საიდუმლოება ხდება მკრეხელური, არამედ არამორწმუნე მხარის ღირსების შეურაცხყოფაც ხდება იმ რიტუალის აღსრულებით, რომელიც ურწმუნოსათვის აზრსმოკლებულია. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ოჯახებზე, სადაც ერთი მხარე უკვე ქორწინების შემდეგ (რომელიც ეკლესიის გარეთ შედგა) იღებს ქრისტიანობას, პავლე მოციქული მოუწოდებს ოჯახური მშვიდობის შენარჩუნებისკენ: „თუ რომელიმე ძმასა ჰყავს ურწმუნო ცოლი, და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, არ უნდა მიატოვოს იგი. და ცოლიც, რომელსაც ჰყავს ურწმუნო ქმარი, და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. ვინაიდან ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, და ურწმუნო ცოლი – მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც ძმა და არც და შეკრულნი არ არიან; ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა“ (I კორ. 7.12-15).

ფორმალური წესი, რომელიც საჯარო კანონად იყო დამტკიცებული რევოლუციამდელ რუსეთში (და უახლოეს ხანებამდე მკაცრად იყო დაცული რომაულ კათოლიციზმში), იმის შესახებ, რომ შერეული ქორწინების შემთხვევაში ბავშვები აუცილებლად მართლმადიდებლობის სულით უნდა აღზრდილიყვნენ, მოძღვრულად და პრაქტიკულად ძნელად შესასრულებელია. ლეგალიზმი და ფორმალიზმი რთულად შეთავსებადია ქრისტიანული თავისუფლების პრინციპებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან. მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს: ან მართლმადიდებელი მხარე საკმარის სულიერ ძალას ფლობს, რათა ბავშვები ეკლესიაში აღზარდოს, ან მას ეს ძალა არ გააჩნია და მაშინ, ფორმალური ხელწერილები და მოვალეობები საქმეს ვერ უშველის. სამოძღვრო სიმტკიცე იმ შემთხვევებში უფროა გამართლებული, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არ მოითხოვს მართლმადიდებლურ ქორწინებას, და თანხმდება მართლმადიდებლობის მიღმა ქორწინებაზე: ეს სულიერი კომპრომისია და ძნელად თუ ვიტყვით, რომ ეკლესიის წევრობას ეთავსება.

შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი თავისთავად გადაიჭრებოდა, თუკი ქორწინებასა და ევქარისტიას შორის ადრე არსებული კავშირის აღდგენა გახდებოდა შესაძლებელი: ორ მართლმადიდებელ მხარეს, ეკლესიის ორ წევრს შორის ქორწინება ქრისტეს სხეულსა და სისხლთან ზიარებით განმტკიცდებოდა, რითაც იგი შეიქმნებოდა ქორწინების საიდუმლოს მთელი საპასუხისმგებლო საზრისის გამომხატველ ქრისტესა და ეკლესიის მარადიულ სახეში. ევქარისტიის გარეშე ქორწინებების წესში კი შერეული (ასევე, მართლმადიდებელთა შორის განმეორებითი) ქორწინებების სხვაგვარად კურთხევა მოხდებოდა: ეს წესი ჩვენს თანამედროვე წესთან შედარებით უფრო ნათლად გამოხატავდა იმას, რომ შერეული და განმეორებული ქორწინებები არ ეთანხმება ქრისტიანულ იდეალს. გარდა ამისა, იმასაც აჩვენებდა, რომ რწმენის ერთიანობაში ქორწინება შესაძლებელი და მისაწვდომია მაშინვე, როგორც კი ორივე მხარე მზად იქნება, ერთად მიუახლოვდეს მაცხოვნებელ ბარძიმს“.

თარგმნა ელენე ლადარიამ (ჟურნალში შეცდომით მითითებულია ლევან აბაშიძე)

ჟურნალი „დიალოგი“, №1-2 (6-7), 2007 წ.


3 comments:

  1. გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის გაკვირვებული ვარ ამ დიდ სასწაულზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?

    ReplyDelete
  2. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete
  3. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete